მატრასის ტოპერი (ლეიბი)
ტოპერი თხელი ღრუბლის ფენაა, რომელიც არსებულ მატრასზე იდება და მის ზედაპირს არბილებს. ის მაშინ გამოგადგებათ, როცა მატრასი ზედმეტად მაგარი გეჩვენებათ, ან როცა ძველი მატრასის ზედაპირის განახლება გინდათ, ახლის ყიდვის გარეშე.
ტოპერებს ვამზადებთ სამი სირბილით: საშუალოდ რბილი, მაღალი სირბილის და ძალიან რბილი. სისქე 6–8 სმ-ია. მატრასზე კუთხეებში რეზინებით მაგრდება.
ვამზადებთ ნებისმიერი ზომით. თუ სხვა სისქე გჭირდებათ, მოგვწერეთ.
