განახლებულია: 15.10.2026
ყველა მატრასი მზადდება შეკვეთის საფუძველზე. მიწოდების ვადა აითვლება შეკვეთის დადასტურებიდან.
1. მიწოდების ზონები, ფასი და ვადა
| ზონა | ღირებულება | ვადა |
|---|---|---|
| თბილისი, მცხეთა, რუსთავი | უფასო | 3–4 სამუშაო დღე |
| საქართველოს სხვა რეგიონები | 80 ლარი | 4–5 სამუშაო დღე |
- რეგიონებში მატრასი იგზავნება სამარშრუტო ტაქსით, დანიშნულების ქალაქის სადგურამდე. გაგზავნის დღესა და დროს მომხმარებელს წინასწარ ვაცნობებთ.
- განვადებით შეძენისას, მომხმარებლის სურვილით, მიწოდების ღირებულება შესაძლებელია ჩაერთოს განვადების თანხაში.
- თუ შეთანხმებულ ვადაში მიწოდება ვერ ხერხდება, მომხმარებელს დაუყოვნებლივ ვაცნობებთ და ვუთანხმებთ ახალ ვადას. ნებისმიერ შემთხვევაში, მიწოდების ვადა არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.
2. მიწოდების პირობები
- თბილისში, მცხეთასა და რუსთავში მიწოდება ხორციელდება მითითებულ მისამართზე, სადარბაზოს შესასვლელამდე. სართულზე ატანა მიწოდებაში არ შედის.
- მიწოდების დროს ვუთანხმებთ მომხმარებელს წინასწარ, ტელეფონით.
- მატრასი მიეწოდება პოლიეთილენის შეფუთვით, გაშლილ მდგომარეობაში.
- თუ მომხმარებელი შეთანხმებულ დროს ვერ იბარებს შეკვეთას, მიწოდება ხელახლა თანხმდება.
3. ჩაბარება
- ჩაბარებისას გთხოვთ, შეამოწმოთ შეფუთვა, მატრასის მოდელი და ზომა.
- თუ მატრასი დაზიანებულია ან არ შეესაბამება შეკვეთას, არ ჩაიბაროთ და დაგვიკავშირდით: +995 558 75 57 23. შეუსაბამო ან დაზიანებულ მატრასს შევცვლით ჩვენი ხარჯით.
- მატრასის შემთხვევითი დაზიანების რისკი მომხმარებელზე გადადის მისი ჩაბარების მომენტიდან.
4. გადახდა
ვებგვერდიდან შეკვეთისას გადახდა ხდება შეკვეთის გაფორმებისას (ბარათით ან განვადებით). ტელეფონით ან Messenger-ით შეკვეთისას (თბილისი, მცხეთა, რუსთავი), გადახდა მიწოდებისას. დაწვრილებით: წესები და პირობები.
