განახლებულია: 15.10.2026
1. კანონისმიერი გარანტია
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ მატრასს ნაკლი აღმოაჩნდა მიღებიდან 2 წლის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ფასის შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა. თუ ნაკლი აღმოჩნდა მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, იგულისხმება, რომ ის მიწოდებისას არსებობდა, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.
2. კომერციული გარანტია
| მოდელი | გარანტია |
|---|---|
| მატრასი ბონელის ზამბარებზე | 2 წელი |
| მატრასი ჯიბის (შეფუთულ) ზამბარებზე | 5 წელი |
| უზამბარო მატრასი | 5 წელი |
გარანტია მოქმედებს მატრასის მიღებიდან, საქართველოს ტერიტორიაზე. კომერციული გარანტია არ ზღუდავს მომხმარებლის კანონისმიერ უფლებებს.
3. რას ფარავს გარანტია
- მატრასის ზედაპირის ჩაჯდომას 3 სმ-ზე მეტით, გაზომილს დატვირთვის გარეშე, სწორი სახაზავით, რეკომენდებულ ფუძეზე;
- გატეხილ, ამოწეულ ან ხმაურიან ზამბარებს;
- ღრუბლის დაშლას, ბზარს ან ფენების აშრევებას ნორმალური გამოყენებისას;
- ნაკერების გახსნას.
4. რას არ ფარავს გარანტია
- ბუნებრივ დარბილებასა და სხეულის კვალს 3 სმ-მდე: ეს ნორმაა და არ ითვლება ნაკლად;
- ლაქებს, სითხით დასველებას, ობს, სუნს;
- მექანიკურ დაზიანებას: ჭრილი, დამწვრობა, ხტომა ან ზედ დგომა, მოკეცვა ან მოხრა;
- არასათანადო ფუძით გამოწვეულ დეფორმაციას (იხ. მოვლის წესები);
- არასწორ ტრანსპორტირებას ან შენახვას მომხმარებლის მიერ;
- სიმტკიცესთან დაკავშირებულ პირად შეგრძნებას, თუ მატრასი შეესაბამება აღწერას;
- ზომაში ±1 სმ წარმოების ცდომილებას.
5. როგორ მივმართოთ
- დაგვიკავშირდით: +995 558 75 57 23, Messenger-ით ან
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. . - მოგვაწოდეთ შეკვეთის მონაცემები (სახელი, ტელეფონი, შეძენის თარიღი) და ნაკლის ფოტოები. ჩაჯდომის შემთხვევაში, ფოტო, სადაც სწორი სახაზავი დევს მატრასზე და ჩანს ჩაჯდომის სიღრმე.
- საჭიროების შემთხვევაში ვათვალიერებთ მატრასს ადგილზე ან საწარმოში.
- პასუხს ვაცნობებთ არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. ნაკლის დადასტურებისას მატრასს ვაკეთებთ ან ვცვლით ჩვენი ხარჯით, ტრანსპორტირების ჩათვლით.
6. მოვლის წესები
- ფუძე: რეკომენდებულია მთლიანი, სწორი ზედაპირი (მაგ. მთლიანად გადაკრული დიქტი). ლამელებიანი ფუძის შემთხვევაში, ლამელებს შორის დაშორება არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ-ს. ფუძე უნდა იყოს მყარი და არ უნდა ჩაიზნიქოს.
- შემობრუნება: ყოველ 2–3 თვეში შეაბრუნეთ მატრასი 180°-ით (თავის მხარე ფეხების მხარეს), რათა ზედაპირი თანაბრად დაიტვირთოს.
- გამოყენებამდე: შეფუთვის მოხსნის შემდეგ ოთახი განიავეთ. ახალ მატრასს შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქი სუნი, რომელიც რამდენიმე დღეში ქრება.
- ჰიგიენა: გამოიყენეთ დამცავი შალითა (ტოპერი ან ზეწარი). ზედაპირი გაწმინდეთ მშრალი ან ოდნავ ნესტიანი ქსოვილით, აგრესიული ქიმიის გარეშე. არ დაასველოთ.
- ვენტილაცია: მოერიდეთ ნესტიან ოთახს და მატრასის პირდაპირ იატაკზე დადებას.
- მოპყრობა: არ მოკეცოთ და არ მოხაროთ მატრასი, არ ახტეთ და არ დადგეთ ზედ. ტრანსპორტირებისას ატარეთ ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად, მოხრის გარეშე.
მოვლის წესების დაუცველობით გამოწვეული დაზიანება კომერციულ გარანტიაში არ შედის.
